ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანმა გაჩერებული ავტომობილიდან მობილური ტელეფონი და ფული მოიპარა.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაზარალებული ამბობს, რომ მანქანა რამდენიმე წუთით გააჩერა, თავად კი მაღაზიაში გავიდა.
მისი თქმით, უკან დაბრუნებულს ტელეფონი არ დახვდა, ასევე საფულიდან წაღებული იყო დაახლოებით 30 ლარი. მისივე თქმით, სხვა საბუთები და ნივთები კი ადგილზე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული გახსნილია.
უწყების ცნობით, დადგენილია არასრულწლოვანის ვინაობა და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ამოღებულია.
გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გუშინ ბათუმში 4 სავაჭრო ობიექტიდან ფული წაიღეს. ამ დანაშაულშიც არასრულწლოვანი პირები ფიგურირებენ.