ბერლინში უცნობმა პირებმა ორ უსახლკაროს ცეცხლი წაუკიდა და ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულებმა მიიღეს სხეულის მძიმე დამწვრობა. იუწყება ადგილობრივი პოლიცია.
ინციდენტი ბერლინის ერთ-ერთ რაიონში მოხდა. ბოროტმოქმედებმა ორ უსახლკარო 47 და 62 წლის მამაკაცს და მათ ნივთებს გადაასხეს თხევადი აალებადი სითხე და ცეცხლი მოუკიდეს. თავდასხმა მოპირდაპირედ მდებარე სასადილოდან დაინახეს. თვითმხილველებმა სახანძრო გამოიძახეს, თუმცა მანამდე თავად მოახდინეს ცეცხლსაქრობით ალის ჩახშობა.
დაზარალებულებს ადგილზე აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება, რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის მიზეზი უცნობია. საქმის გამოძიება დაიწყო მკვლელობის მუხლით.
პოლიციის ცნობით, ეს არაა პირველი ინცინდენტი ბერლინში და სხვა გერმანულ ქალაქებში, როცა თავს ესხმიან უსახლკაროებს. 2016 წლის შობის ღამეს ბოროტმოქმედებმა დაწვეს უსახლკარო, რომელსაც ბერლინის მეტროში ეძინა, მან შეძლო გადარჩენა. დამნაშავეები დააკავეს. ჯგუფის წევრები, რომელიც ექვსი წევრისგან შედგებოდა სირიიდან და ლიბიიდან იყვნენ. ჯგუფის ორგანიზატორს, რომელმაც აღიარა და თავის თავზე აიღო თავდასხმის ორგანიზება 2 წელი და 10 თვე მიუსაჯეს.