გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვის მიმდებარედ, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ელექტორშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას და 143 კილოგრამამდე თევზი ჰქონდათ მოპოვებული. ორი მოქალაქიდან ერთ-ერთმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა.
გასაბერი ნავი, ელექტორშოკური აპარატი, 121 კგ. ხრამულის, 14.9 კგ. კალმახისა და 7 კგ. წვერას სახეობის თევზი დაილუქა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს-ს შესაბამის რეგიონულ დანაყოფში გადაიგზავნება.