თბილისის აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავი ტუ-154 ჩამოვარდნიდან 26 წელი გავიდა. ავიაკატასტროფის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. თბილისში 1992 წლის 20 ივლისს უბედური შემთხვევა მოხდა. ახლად შექმნილი ქართული ავიაკომპანია Transair Georgia-ს კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა. თვითმფრინავი ქართული ჩაით იყო დატვირთული და ტვირთი რუსეთში სტავროპოლის მხარეში უნდა გადაეზიდა.
დოკუმენტებით, ბორტზე 6,4 ტ ტვირთი იყო განთავსებული. რეალურად კი მისი წონა 20 ტონით მეტი იყო. Ту-154Б დასაშვებ ნორმაზე თითქმის 2 ტონით მეტად იყო გადატვირთული. შედეგად, თვითმფრინავმა აფრენა ვერ შეძლო. ასაფრენ ბილიკს თითქმის 600 მ გაცდა და ხევში ჩავარდა. კატასტროფას ბორტზე მყოფი 24 ადამიანიდან ვერავინ გადაურჩა. კიდევ 4 ადამიანი მიწაზე დაიღუპა.