აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთოებების ახალი ეტაპი იწყება. სექტემბერში გაეროს გენერალური ასმბლეის ფარგლებში ბარაკ ობამასა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება, რითაც როგორც ექპერტები აცხადებენ, "ორ ქვეყნის ლიდერის ურთიერთიგნორირება დასრულდება".
ერთ-ერთი აზერბაიჯანული გამოცემა წერს, რომ ორი წლის განმავლობაში ვაშინგტონი ოფიციალური ბაქოს იგნოორირებას ახდენდა.
გასული წლის ზაფხულში თეთრმა სახლმა ბაქოდან ელჩი გაიწვია და თითქმის წელიწადი მოანდომა ახალი კანდიდატურის დანიშვნას.
გასული წლის შემოადომაზე კი საქართველოსა და სომხეთისგან განსხვავებით აზერბაიჯანი არც "ანტიბურთვულ სამიტზე" მიიწვიეს, რომელიც უშუალოდ ბარაკ ობამას ინიციატივით გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრ სახლს განმარტებები არ გაუკეთებია, თუმცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახმედ დავიდოღლუმ აღნიშნული შეაფასა, როგორც "ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები".
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთოებებში იყო შემთხვევა, რომელიც შესაძლოა დიპლომატიურ დემარშად შეფასდეს _ ოფიციალრმა ვაშინგტონმა გასულ წელს აზერბაიჯანის ელჩი იფტარზე არ მიიწვია, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი ქვეყენაში აკრედიტებული მუსულმანური ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის მართავს.
ამ "მდუმარე იგნორირების" ფონზე ვაშინგტოპნი არ გამოსულა არც ართი ანტიაზერბაიჯანული განცხადებით. პირიქით ყველა შესაძლებელ ვითარებაში ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ აშშ მაღალ შეფასებას აძლევს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აზერბაიჯანში არაერთხელ გაისმა განცხადებები აშშ-ს უმადურობისა და სომხეთის მიმართ ლოიალობის შესახებ. ვითარება იმ ზომამდე მივიდა, რომ ბაქოდან გაისმა მუქარა გაზის სრულდ ან რუსეთისთვის ან ირანისთვის მიყიდვის შესახებ.
ამ ფონზე სექტემბერში დაგეგმილ ალიევი ობამას შეხვედრას ნამდვილად შეიძლება ახალი ფაზის დაწყება ეწოდოს.