ირანში ბუშერის ატომური სადგურის პირველი ენერგობლოკის გაშვება დაიწყო. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, სადგურის გაშვება მას საშუალებას მისცემს ატომური ენერგიით გამოიმუშავოს ელექტროენერგია.
სადგურის გაშვებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლები, ირანისა და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები.
ირანის მხარე ირწმუნება, რომ ატომური ენერგია გამოყენებული იქნება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის, თუმცა დასავლელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ირანს წელიწადში მინიმუმ ერთი ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობა მიეცემა.
ელექტოენერგიის გამომუშავების პროცესის დასაწყებად სადგურს გაშვებიდან მინიმუმ ორი თვე სჭირდება.
"დღეს ჩვენ ვიწყებთ ბეუშერის ატომური სადგურის ფიზიკური გაშვების პირველ ეტაპს", _ განაცხდა სადგურის გახსნის ცერემონიაზე "როსატომის" ხელმძღვანელმა სერგეი კირიენკომ, იტყობინება "რია ნოივოსტი".
მისი თქმით "ბუშერის" სადგური არის უნიკალური პროექტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. სადგურის მშენელბობა 1974 წელს დაიწყო, პროექტის უნიკალურობა "მდგომარეობს იმაში, რომ სპეციალისტებმა შესძლეს შეექმნათ სადგური ძველ საძირკველზე იმ მოწყობილობების გამოყენებით, რომელიც გერმანული კომპანიის მიერ 30 წლის წინ ჩაიდო".
კირიონკომ სადგურის გაშვებას სიმბოლური უწოდა.
სადგურის მშენებლობა 1974 წელს გერმანულმა კომპანიამ Kraftwerk Union A.G. დაიწყო. 1980 წელს გერმანია შეუერთდა ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ემბარგოს.
1995 წელს ირანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მშვიდობიანი ატომის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების თაობაზე.