ქუთაისში მეორე საჯარო სკოლაში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევა სკოლის დერეფანში იმ დროს მოხდა, როდესაც სასწავლო პროცესი დასრულებული იყო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნგრევის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. სკოლას რეაბილიტაცია ერთი წლის წინ ჩაუტარდა.