ჭუბერის ხეობის მოსახლეობას საკვებ პროდუქტებს ურიგებენ. დახმარებას საკუთარ სახლებში ის კატეგორია იღებს, რომელთა სახლებიც საცხოვრებლად საშიში არ არის, თუმცა გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
მოსახლეობას ფქვილი, შაქარი, ზეთი, მაკარონი, წყალი და სხვა სახის პირველადი საჭიროების პროდუქტები გადაეცემა.
ამ წუთებში ჭუბერის ცენტრში სპეციალური კომისიაა შეკრებილი, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ხელმძღვანელობს და ჰუმანიტარული დახმარების გაცემაზე მსჯელობენ.
დღის ბოლომდე სტიქიის ზონაში ზუგდიდიდან დამატებით პროდუქტებს ელოდებიან.
ჭუბერის ხეობაში სტიქია 5 ივლისიდან მძვინვარებს. შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა.