გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგნეტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები ამ დრომდე სტიქიის ზონაში - ჭუბერში რჩებიან.
სპეციალისტების განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ნენსკრას ხეობაში ადგილი ჰქონდა უხვი ნალექის მოსვლას სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარის სხვადასხვა წერტილზე გაზომვები განახორციელეს და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მდინარის დონე დაწეულია დაახლოებით, 30-სმ მდე. სააგენტოს სპეციალიტები სტიქიის ზონაში ადგილზე აგრძელებენ მონიტორინგს. ამასთან, სინოპტიკოსების ინფორმაციით მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, ხოლო შემდგომი ორი დღის განმავლობაში ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.