გორის რაიონში, სოფელ ხელთუბანში 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დანიშნულია შესაბამისი საექსპერტო პროცედურები.