უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო გრიპის ეპიდემიის გამო საპრეზიდენტო არჩევნების გადავადების წინააღმდეგია.
უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, პიკს ნებისმიერი დაავადება აღწევს, ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ არჩევნების თარიღი შეიცვალოს.
ქვეყნის პირველი პირის არჩევნები უკრაინაში 17 იანვარს უნდა გაიმართოს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნები შესაძლოა 30 მაისამდე გადაიდოს.
ბოლო მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპს უკრაინაში 135 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რიცხვი კი 870 ათასს აჭარბებს.