ევროპარლამენტმა სომხეთთან ახალ ყოვლისმომცველ შეთანხმებას ევროკავშირთან პარტნიორობის შესახებ მხარი დაუჭირა და მოუწოდა ქვეყანას გააგრძელოს რეფორმები. ნათქვამია ევროპარლამენტის ანგარიშში.
"ევროკავშირისა და სომხეთის თანამშრომლობის შესახებ ახალ ხელშეკრულებას მწვანე შუქი აქვს. ევროპარლამენტმა მოუწოდა სომხეთს გააგრძელოს რეფორმები და მხარი დაუჭირა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას“ - ნათქვამია რელიზში, სადაც ასევე ზუსტდება, რომ პლენარულ სხდომაზე შეთანხმებას მხარი 573-მა დეპუტატმა დაუჭირა, 50-ის წინააღმდეგ.
შეთანხმების დამტკიცება „გზას უხსნის უფრო ღრმა თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში“ - აცხადებს ევროპარლამენტი.
მოლაპარაკებები ამ შეთანხმებასთან დაკავშიურებით დაიწყო 2015 წელს და დასრულდა 2017 წელს, მას მხარეების მიერ ხელი გასული წლის ნოემბერში მოეწერა.