გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სავაჭრო დავების გამო აშშ-სა და გერმანიას შორის სავაჭრო ომის შეესაძლებლობა დაუშვა.
1 ივნისიდან აშშ-მა შემოიღო გადასახადები 25%-ის ოდენობით გერმანულ ფოლადზე და 10% გადასახადი ალუმინზე. ივნისის ბოლოს ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკამ ასევე შეიძლება მოახდინოს 20% გადასახადის დაწესება ევროპული მანქანების იმპორტზე.
მერკელის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტი აშშ-თან შესაძლოა სავაჭრო ომში გადაიზარდოს, თუ ისინი ავტომანქანებზეც დააწესებენ გადასახადებს.
მერკელმა განაცხადა, რომ სავაჭრო ომი არ არის გერმანიის ინტერესებში. იმისათვის, რომ "განიმუხტოს" სიტუაცია, აუცილებელია ორივე მხარის მონაწილეობა.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი განიმუხტოს, რათა ის არ გადაიზარდოს ნამდვილ ომში, თუმცა ამისთვის უკვე ორი მხარეა საჭირო“ - განაცხადა მერკელმა.
მანამდე, მერკელმა მოუწოდა ევროპას აშშ-სთან დაპირისპირებაში გაერთიანებისკენ, რომლებიც ცდილობენ შეცვალონ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწესებული მსოფლიო წესრიგი.