ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი უმცროს ძმასთან და იმავე სოფლის მკვიდრ თანატოლთან ერთად, მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძზე ავიდა და დენმა დაარტყა.
ის ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივების განცხადებით, მოზარდი სპორტსმენი იყო და ბოძზე სავარჯიშოდ ავიდა.