თელავში ავარიას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალასთან ერთმანეთს "ოპელის" და "ტოიოტას" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
ავარიის შედეგად ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი ორი მგზარი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ცნობით, მომხარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.