ხანძრის შედეგად გურჯაანში 40 ჰა მრავალწლიანი ნარგავები დაიწვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსმა ავთანდილ გაბელაიმ განუცხადა, მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას 6 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
„ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მის ლოკალიზებას 6 საათი დასჭირდა. დაიწვა მინდორი, ატმის ბაღები და ვენახები. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჩვენთვის უცნობია", - აღნიშნა გაბელაიამ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შს გურჯაანის სამმართველოში მიმდინარეობს.