ხვალ, 19 აგვისტოს, 14:00 საათზე, კურორტ ბახმაროში საქართველოს სხვადასხვა რაიონების ცხენოსანთა მონაწილეობით ტრადიციული დოღი გაიმართება.
როგორც საგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" გურიის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, 19 აგვისტოს ფერიცვალება დღეს, ბახმაროში მდებარე ფერცვალობის ეკლესიაში წირვა ჩატარდება, ხოლო წირვის შემდეგ ტრადიციული დოღი გაიმართება, რომელშიც 10-მდე რაიონის ცხენოსნები მიიღებენ მონაწილეობას.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს სიახლეა და ტრადიციულ დოღთან ერთად შეჯიბრი სპორტის სხავადასხვა სახებებეშიც გაიმართება.
მოეწობა ასევე ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
დოღის შემდეგ დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი შემსრულებლების გარდა, პროექტ "ნიჭიერის" წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
დოღს, სავარაუდოდ, რეგიონალური განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, პარლამეტის წევრები, კულტურისა და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.