რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 12 ნოემბერს ფედერალურ კრებას მიმართავს.
ეს იქნება ფედერალური კრებისადმი მედვედევის რიგით მეორე მიმართვა.
როგორც პრეზიდენტთან დაახლოებული პირები აცხადებენ, მოხსენებაში გათვალისწინებული იქნება მეწარმეების ინტერესები, რომელთაც ცოტა ხნის წინ თავად მედვედევი და მისი თანაშემწეები შეხვდნენ.
პირველად რუსეთის ხელისუფლებამ საზოგადოება 2 თვის წინ, რუსეთის ხელისუფლების მოქმედების პროგრამის განსახილველად მიიწვია. მედვედევმა გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით "რუსეთო, წინ!", სადაც ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდა ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე თავიანთი შეხედულებები გამოეთქვა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის საკითხებზე საკუთარი წინადადებები წარედგინა.
რუსეთის პრეზიდენთან დიალოგში აქტიურად ჩაერთო დაინტერესებული პირები. მხოლოდ კრემლის ოფიციალურ საიტზე 16 ათასმა ადამიანმა და ორგანიზაციამ გამოთქვა საკუთარი პოზიცია.