დღეიდან, სავალდებულო სამხედრო გაწვევა დაიწყო. გაწვევას დაექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის 3500 ახალგზარდა.
გაწვევის პროცესს კურირებას რეგიონული მართვისა და განვითარების სამინისტრო გაუწევს.
საშემოდგომო სავალდებულო სამხედრო გაწვევა 30 დეკემბერს დასრულდება. ახალგაზრდებს, რომლებსაც გაწვევის გადავადება სურთ, კანონით გათვალისწინებული 2000 ლარის გადახდა მოუწევთ.
რამაზ ნიკოლეიშვილის განმარტებით, საშემოდგომო გაწვევის დროს აღმოიფხვრება ყველა ის ხარვეზი, რომელიც საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში არსებობდა.
~ახალგაზრდების გაწვევა მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მოხდება. გაწვევის პუნქტები სპეციალური სამედიცინო მოწყობილობით აღიჭურვება, რათა წვევამდელების ჯანმრთელობის მდგომარეობის მაღალ დონეზე გამოკვლევა ადგილზე მოხდეს~, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.