აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. მოსახლეობა ამბობს, რომ ქიმიური პრეპარატი მავნებელთან ერთად ზიანს ფუტკარსაც აყენებს.
მეფუტკრე იაშა კახიძე ამბობს, რომ ეს საქმიანობა მისი ოჯახის ტრადიცია. მან კარგად იცის, რომ არა მხოლოდ აზიური ფაროსანას, არამედ, ნებისმიერი მავნებლისა თუ დაავადების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური პრეპარატები გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ფუტკარზე და საჭიროა მისი დაცვა.
"აუცილებლობას წარმოადგენს ეს ყველაფერი რომ ნებისმიერმა ფერმერმა, გლეხმა ეს გაითვალისწინოს და შეატყობიონოს ორგანიზაციას ვინც შეწამვლით სამუშაოებს აწარმოებს მათ რეგიონში იქნება თუ რაიონში. ფუტკარი არა მარტო მეფუტკრისთვის არის სასარგებლო, არამედ ზოგადად, სასოფლო კულტურულ ნაწილს წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ თუ გვინდა დავიცვათ ჩვენი ფუტკარი, სიკვდილისგან, უნდა მივაწვდინოთ ხმა რომ ეს შხამქიმიკატი, რომელსაც ქუჩებში აფრქვევენ მავნებელია ფუტკრისთვის", - აცხადებს ფერმერი იაშა კახიძე.
სწორედ ამიტომ წამლობამდე მეფუტკრე ფერმერის გაფრთხილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. სპეცილისტების რეკომენდაციით, ქიმიური წამლობისას და შემდეგ საჭიროა ფერმერებმა შეზღუდონ ფუტკრის ფრენა, ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსონ. მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.