აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,62 მლნ ბარელით შემცირდა ანუ 0,8%-ით და შეადგინა 434,51 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 0,53 მლნ ბარელით და შეადგინა 234,43 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 0,63 მლნ ბარელით და შეადგინა 114,63 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა 2 ათასი ბარელით ანუ 0,8%-ით 10,725 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში შემცირდა 0,7 მლნ ბარელით ანუ 0,1%-ით და შეადგენს 661,3 მლნ ბარელს.