აჭარის მთავრობის თავმჯდომერე და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში პროფესიული სწავლების ცენტრს ეწვივნენ. ჯეიმი მაკ-გოლდრიკი და ლევან ვარშალომიძე პროფესიული სწავლების ცენტრში პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ და კურსდამთავრებულებს სპეცილური სერთიფიკატები გადასცეს. პროგრამის ფარგლებში 144 სტუდენტი გიდის, ბარმენისა და მიმტანის თანამდებობებზე გადამზადდა.
გაეროს განვითარების ფონდმა პროფესიული სწავლების ცენტრს აღნიშნული პროგრამის განსახორცილებლად 66 ათასი ლარი გამოუყო. სამომავლოდ იგეგმება კიდევ ერთი პროგრამის განხორციელება, რომლის დონორიც საერთაშორისო ორგანიზაციაა, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე სასწავლებელში მკერავ-დიზაინერებს მოამზადებენ.
პროფესიულ სწავლების ცენტრში გადამზადებულთა 80% უკვე დასაქმებულია.
მასალის გამოყენების პირობები