29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4717 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4663 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.54 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8536 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8727 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.91 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5333 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2728 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 მაისიდან შევა ძალაში.