ზუგდიდში ბავშვის გატაცების ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვის ოჯახს დაკავებული ცოლ-ქმრის ვალი აქვს და სწორედ ამ საქმის გასარკვევად მივიდა ცოლ-ქმარი ოჯახში.
როგორც ირკვევა, მათ ადგილზე ბაბუა და შვილიშვილი დახვდნენ და სწორედ ბაბუის ნებართვით წაიყვანა ცოლ-ქმარმა მცირეწლოვანი და მალევე უკან დააბრუნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. უწყებამ გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით დაიწყო.
მეზობლები ასევე ამბობენ, რომ ოჯახმა, რომელსაც ვალის დაბრუნება არ სურს, ამ შემთხვევით ისარგებლა და საჩივრით პროკურატურას მიმართა.