პალესტინელმა ბოევიკებმა 25 ნაღმტყორცნი გაუშვეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით. მათი უმრავლესობა ჩამოგდებულ იქნა ანტისარაკეტო დანადგარების მიერ. იუწყება ისრაელის არმიის პრეს-სამსახური.
ინფორმაცია მსხვერპლის და ზარალის შესახებ ჯერ არ ვრცელდება.
"25 ნაღმმტყორცნი იქნა გამოშვებული ისრაელის მიმართულებით მის რამდენიმე რაიონზე. მათი უმრავლესობა განეიტრალებულია ანრტისარაკეტო დანადგარების მიერ“ - იტყობინება სამხედროს პრეს-სამსახური.
მედიის ცნობით, დღეს დილით ისრაელის სამხრეთ ნაწილში გაშვებული იყო დიდი რაოდენობით ნაღმმტყორცნები. შეტევა რომელიც მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან თავდასხმად 2014 წლის შემდეგ, დღეს დილით შაარ ა-ნეგევის და ეშკოლის რაიონში მოხდა.