რომან აბრამოვიჩი თელ-ავივში ჩაფრინდა და ისრაელის პასპორტი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ. თუმცა, ოფიციალურად იმიგრაციის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
„რამდენიმე საათის წინ მილიარდელი კუთვნილი პერსონალური თვითმფრინავით ჩაფრინდა ბენ გურიონის აეროპორტში და ისრაელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მიიღო“ - წერს ადგილობრივი მედია.
ვარაუდები აბრამოვიჩის ისრაელში იმიგრაციასთან დაკავშირებთ, სადაც მას მოქალაქეობის მოთხოვნის უფლება აქვს, მისი წარმომავლობის გათვალისწინებით, გავრცელდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ არ გაუგრძელა აბრამოვიჩს ინვესტორის ვიზა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამოეწურა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარისგან თავს იკავებს.