ჩინელები კვლავ შეშფოთებულნი არიამ მშრალი რძის ხარისსხნის გამო. პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვილ გოგონებს, რომლებსაც კომპანია Synutra International -ის მშრალ რძეს აჭმევდნენ მკერდი ეზრდებათ.
ბავშვებს ჰორმონალური ფონის დარღევა დაუფიქსირდათ, რომელმაც ადრეული მომწიფების პროვოცირება გამოიწვია.
ბავშვებს, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ოთხი თვისაა ხოლო უფროსი 15 თვის მნიშვნელოვნად აქვთ გაზრდილი ესტრადიოლის ჰორმონები და ასევე პროლაქტინი. გამოკვლეულ ბავშვებში მათი რაოდენობა ბევრად აღემატება ზრდასრულ ქალებში არსებულ რაოდენობას.
ბავშვების მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამ მშრალი რძის მწარმოებელი კომპანიის მიმართ და მის წინააღმდეგ ჩივილს აპირებენ. თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი ხარისხიანია და შესაბამისი საფრთხის შემცველი არ არის.