ახალციხეში, წმინდა დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე 20 წლის გოგო ფოტოს გადაღების დროს აივნიდან გადავარდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანა, შემდეგ კი კატასტროფის ცენტრმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
გოგონას ახლობლების ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და გოგონა რეანიმაციაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ის მეგობართან ერთად ფოტოს იღებდა, როდესაც მეორე სართულის აივნიდან გადავარდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებიას გულისხმობს.