ხვალ, 8 ნოემბერს, 13.00 საათზე, გორის რ-ნ სოფელ საქაშეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი 100 ოჯახი ჩასახლდება. სახლები აშენდა თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების ადმინისტრაციის დაფინანსებით.
სახლების გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. სპეცილურად ცერემონიალზე დასასწრებად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაცია, თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრის, ფარუქ ჩელიქის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან თურქეთის რესპუბლიკის დეპუტატები და თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების ადმინისტრაციის პრეზიდენტი ბ-ნი მუსა ქულაქლიქაია.
საქაშეთი ბოლო ახალი დასახლებაა, სადაც რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილები იცხოვრებენ. ახალმოსახლეები ბოლო დრომდე საბავშვო ბაღებში და სხვადასხვა ობიექტებზე იყვნენ გადანაწილებული და არ გააჩნდათ საკუთარი სახლი.