ბათუმის ბულვარში ძაღლმა ქალი დაკბინა.
არსებული ინფორმაციით, ორი ძაღლი მეპატრონეს ალიკაპის გარეშე სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი, ერთ-ერთმა კი მოულოდნელად გამვლელ ქალს უკბინა.
დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა, მოგვიანებით ის სტრესული მდგომარეობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბულვარის მონიტორინგის სამსახურმა მეპატრონე 20 ლარით დააჯარიმა.