საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის საქართველოში ცხოვრების ცენზი შესაძლოა, გაიზარდოს. “მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, ხუთწლიანი ცხოვრების ცენზი 10-წლამდე იზრდება. გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას კი, საქართველოში ორწლიანი ცხოვრების ცენზი 5 წლამდე იზრდება.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ არის მომზადებული და არსებული კანონის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.