სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება არ ეწინააღმდეგება სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს სომხეთის მხრიდან. განაცხადა ერევანში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა სომეხ კოლეგასთან, ზოგრაბ მნაცაკიანთან ერთობლივი მოლაპარაკების დროს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
"ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები სომხეთს და ევროკავშირს შორის. საფრანგეთი აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში. უნდა ითქვას, რომ ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება სრულად შეესაბამება სომხეთის სხვა ვალდებულებებს. თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა რომელიც აშენებს ასეთ პარტნიორობას ევროკავშირთან“ - განაცხადა ლე დრიანმა შეხვედრაზე.