ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ის გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ.
პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ შაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. გენ.ინსპექციამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი, პროკურორების მხრიდან სამსახურეობრივ გადაცდომას.
"ჩემთვის უცნობია დაიწყო თუ არა გენ. ინსპექციამ მოკვლევა. არის შემთხვევები, როცა გენ. ინსპექცია იწყებს მოკვლევას, მაგრამ იმ პირმა ვისზეც მოკვლევაა დაწყებული, შესაძლოა არ იცოდეს ეს ყველაფერი. მე გამოკითხვაზე დაბარებული არ ვყოფილვარ. შესაძლებელია, დღეს, ან ხვალ დამიბარონ, თუმცა მოგეხსენებათ, მთელი დღე პროცესებზე ვარ და ეს ალბათ იქნება შემაფერხებელი გარემოება.
ჩემთვის შეურაცხმყოფელია, მით უმეტეს ქალის მიმართ თითქოს, მე საცემრად გავიწიე. კითხვაც და ამ განცხადების გავრცელებაც ჩემთვის შეურაცხმყოფელია", - აცხადებს ფხაკაძე.