ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩუსი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს.
როგორც Twitter-ში ის წერს, ერთ დღეს, საქართველოs ევროატლანტიკური საზოგადოების გაერთიანებას ვიზეიმებთ.
„გულმხურვალე მილოცვა ლატვიიდან ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომლებიც დამოუკიდებლობის ასი წლის თავს აღნიშნავენ! მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება ის დღეც, როდესაც საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ფორმალურად გაერთიანების დღეს ვიზეიმებთ!“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.