ამბროლაურში „ახალი მემარჯვენეების" სამდღიანი სემინარი მიმდინარეობს, რომელშიც პარტიის ლიდერები და პარტიიდან არჩეული საკრებულოს წევრები მონაწილეობენ.
გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებისა, სამინარზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილება. პარტიის თავმჯდომარის, დავით გამყრელიძის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაცია სრულად ასახავს ცვლილებების შინაარსს, რომელთა განხორციელებაც არის დაგეგმილი სექტემბერ-ოქტომბერში.
სემინარის მონაწილე საკრებულოს წევრები „ახალი მემარჯვენეების" პოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავიანთ რაიონებში, საზოგადოებას. გააცნობენ.