შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კმ. მონაკვეთზე, მდ საფრისწყალზე მდებარე ხიდს გაებზარა საყრდენი ბურჯი, რის გამოც გეოლოგების
რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფ. კორტოხზე და სოფ. ბეღლეთზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.