გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მახარაძის მოსახლეობას მესამე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც სოფლის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს შეატყობინეს, ზოგიერთ აბონენტს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი გადასახდელი აქვს, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის მთელ სოფელს შეუწყვიტეს.
მახარაძის მაცხოვრებლების თქმით, სამი დღის განმავლობაში დახმარებისათვის რაიონის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. „ყურადღება არავინ მოგვაქცია. ეგ საკითხი ჩვენ არ გვეხება და ვერ ჩავერევითო, გვითხრეს. სამი დღეა უშუქოდ ვართ. ენერგოკომპანიაში ამბობენ, სანამ დავალიანება არ დაიფარება, შუქს არ ჩავრთავთო. რა გავაკეთოთ, აღარ ვიცით", - აღნიშნეს მახარაძის მაცხოვრებლებმა.