აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ დღეს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს უმასპინძლა. ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრაზე ჯეიმ მაკგოლდრიკმა ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტიები განიხილეს. აჭარის მთავრობამ სტრატეგიული განვითარების ხუთწლიანი გეგმა შეიმუშავა, რომელშიც კონკრეტული პროექტებით უკვე ფონდიც ჩაერთვება.
მანამდე კი ჯეიმი მაკგოლდრიკი ბათუმში გაეროს ეგიდით მიმდინარე პროექტების მსვლელობას გაეცნო. გაეროს განვითარების ფონდი აჭარაში ტურიზმის, მცირე ბიზნესისა და ეკონომიკურ სფეროში პროექტებს აქტიურად ახორცილებს.