აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ინდოელი დიპლომატი მიიღო. დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ლევან ვარშალომიძემ და აჩალ კუმარ მალჰოტრასმა რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრეს.
ინდოეთის ელჩი აჭარის საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა. აჩალ კუმარ მალჰოტრასის განცხადებით რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ინდოელ ბიზნესმენებს პირადად გააცნობს. ვარსალომიძემ და მალჰოტრასმა გამოფენა "საუკეთესო ინდოეთიდან" ისაუბრეს, რომელიც ბათუმში 12-28 აგვისტოს გაიმართება.
ელჩი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის ერთობლივი ბიზნეს-პროექტები განხორციელდება. მხარეებმა განათლების სისტემასა და კულტურულ პროგრამებზედც ისაუბრეს.