გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მახარაძეში წყლის სათავე ნაგებობისა და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 130 800 ლარია გამოყოფილი, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში მიზნობრივი ტრანსფერის სახით ჩაირიცხა.
"მახარაძის მოსახლეობას წყლის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა, სამუშაოების დასრულების შედეგად კი სოფელი წყლით სრულად მომარაგდება", _ განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შოთა უტიაშვილმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება, რის შემდეგაც 480 ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება.