ვფიქრობ, რომ გუშინ სახელმწიფომ აჩვენა ძალიან სწორი დამოკიდებულება თავისი მოქალაქეების მიმართ - მთავარი ამოცანა, რომელიც გუშინ იყო დასმული, არის გადაჭრილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აბსოლუტურად მშვიდობიანად მოხდა, როგორც აქციის, ასევე კონტრაქციის დაშლა და რა თქმა უნდა, შენარჩუნდა როგორც გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობა ორივე მხარისათვის, ასევე ის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გადასულიყო დიალოგის რეჟიმში.
“რაც ეხება პასუხისმგებლობის თუ დასჯის საკითხს, მე არ ვარ ამაში კომპეტენტური. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა თავისი აზრის გამოთქმის და სახელმწიფო, მთავრობა კი აფასებს ადამიანების უფლებებს”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.