ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ქალი გაძარცვეს.
არსებული ინფორმაციით, იგი საკუთარ სახლში შედიოდა, როდესაც უცნობმა მამკაცმა მას საფულე წაართვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.