თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ნისანისა" და "კადილაკის" მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მანქანა გაჩერებულ ავტომობილს, მეორე კი ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი.
მიმდინარეობს გამოძიება.