ანაკლიაში, მედია კონკურსის „დევნილთა პრობლემები და გამოწვევები საქართველოში“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსში თბილისის, გორის, ქუთაისის და ზუგდიდის ტელევიზიის, რადიოსა და ონლაინ მედიის 18-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა.
პირველი ადგილი - სოფო მთივლიშვილმა მოიპოვა ნაშრომით „რას ნიშნავს იყო დევნილი“. მისი ვიდეო სიუჟეტი ჟიურის რჩეული გახდა და საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა.
კონკურსის მონაწილეთა ნაშრომები შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდა:
მეორე ადგილი - გვანცა დოლუაშვილი
„სოფელი 10 წლის ისტორიით“, რადიო „მოზაიკა“, ქ. გორი
მესამე ადგილი - სალომე ფაცაცია
„სენაკის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მაცხოვრებლებს პრობლემები ემუქრებათ“, რადიო „ათინათი“, ქ. ზუგდიდი
ქსელი „პრო-ინტეგრაციის“ რჩეული - გვანცა დოლუაშვილი
„სოფელი 10 წლის ისტორიით“, რადიო „მოზაიკა“, ქ. გორი
მედია კონკურსი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთისა“ და კონსორციუმი „სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ ინიციატივით მოეწყო.