კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა მთა-თუშეთის მოსახლეობას უაზის ტიპის ავტომანქანა გადასცა. ტრანსპორტი სოფლების მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
გუბერნატორი ადგილობრივებს მთა-თუშეთში უკვე განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზეც ესაუბრა.Mმოსახლეობამ "სოფლის მხარდაჭერის"პროგრამით ჩატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასა.
"ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ადგილობრივებს ერთმანეთთან და ბართან კომუნიკაციაში. პარალელურად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ მთა-თუშეთი ტურისტებისათვის უფრო მიმზიდველი გახდეს,"--- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.