გერმანია არ მიიღებს მონაწილეობას შესაძლო საომარ აქციაში სირიის ტერიტორიაზე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიუხედავად ამისა, მან ახსნა, რომ ქვეყნის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს ქიმიური იარაღის გამოყენების დაუშვებლობა.
"არის ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ სირია იყენებდა ასეთ იარაღს და ხაზს ვუსვავ, რომ ბერლინი ეყრდნობა გამოძიებას სირიის ქალაქ დუმაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც აკრძალული ქიმიური იარაღის ორგანიზაციამ ჩაატარა" - ციტირებს გაზეთი "Sueddeutsche Zeitung".