დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის მთავრობა განიხილავს, თუ როგორ ჩაერევა სირიის ომში.
არსებული ინფორმაციით, განიხილება ამერიკასთან ერთად ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ საჰაერო დაბომბვაც.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ოპოზიცია მოუწოდებს გამოკითხვა ჩატარდეს, სანამ ქვეყანა კონფლიქტში ჩაერთვება.
ლეიბორისტური პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი პოლიტიკურ გამოსავალს მოითხოვს და ამბობს, რომ „უფრო მეტი დაბომბა, უფრო მეტი მკვლელობა, უფრო მეტი ომი ვერ დაეხმარება ადამიანებს“.