ამ გუნდიდან წასვლაც არ ნიშნავს, რომ ადამიანური ურთიერთობები დამთავრდება, რომელიც მართლაც ძალიან მყარია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერის თხოვნა ნამდვილად სულერთი არ არის და მისთვის ძალიან ანგარიშგასაწევია.
„ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობები გვაქვს და ერთი გუნდი ვართ. ამ გუნდიდან წასვლაც არ ნიშნავს, რომ ადამიანური ურთიერთობები დამთავრდება, რომელიც მართლაც ძალიან მყარია. შესაბამისად, ჩვენ შუამავლების საშუალებით საუბარი არ გვჭირდება, დავილაპარაკებთ. ყველა იმ საკითხს, რაც პრობლემურია, ამოვწურავთ და მერე მივიღებთ, ალბათ იმ გადაწყვეტილებას, რაც მისაღებია. მე ჩემსას და ალბათ, სხვა – თავისას. ჩემთვის პრემიერის თხოვნა ნამდვილად სულერთი არ არის და ძალიან ანგარიშგასაწევია. დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.