ქედაში, სოფელ მახუნცეთის საგზაო მონაკვეთზე ქვიშით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
მომხდარის გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა.
სატვირთო ავტომანქანა ქვიშისგან სპეციალურმა ტექნიკამ გაათავისუფლა.
ადგილზე შესაბამისი ტექნიკით ავტომობილის გზის სავალ ნაწილზე გადაყვანას ცდილობენ.
მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად განახლდა.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი