საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე, დღეს დილას, ჩამოვიდა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.